რუსეთი კონფლიქტის გაჭიანურებით “კოლექტიური დასავლეთის” გამოფიტვას გააგრძელებს და უფრო მეტად დაწინაურდება გეოპოლიტიკურ არენაზე

უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება, ჯერ-ჯერობით, ამოღებულია დღის წესრიგიდან. დასავლეთში უკვე ბევრი აღიარებს, რომ კიევი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამბობდა უარს მოლაპარაკებების გახსნაზე და დღეს უკვე რუსეთს აღარ სჭირდება ის – უკრაინა მარცხდება ბრძოლის ველზე და, პროცესის დასრულების შემდეგ, რუსეთი ყველაფერს თამამად წაიღებს.

უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობის შემდეგ, დასავლეთში აქტიურად დაიწყო მშვიდობასთან დაკავშირებით საუბრები. ომის დასაწყისში უკრაინის საინფორმაციო პროპაგანდა იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ დასავლეთში უკრაინის გამარჯვებაში ეჭვის შეტანა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.

თუმცა ჩავარდნილმა კონტრშეტევამ და უკრაინის ხელისუფლებაში გაცხოველებულმა კორუფციამ რეალური სურათი სინათლის შუქზე გამოიტანა.

ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ „რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“. საკვანძო სიტყვა კი “არასოდეს” გახლავთ.

პუტინი ცხადჰყოფს, რომ ეს ყოველთვის იყო რუსეთის პოზიცია სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან.

ეს აჩენს დამატებით კითხვებს, რატომ უნდა დასხდნენ რუსები მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ისინი წინ მიიწევენ და ფრონტის ხაზზე აბსოლუტური უპარიტესობით სარგებლობენ. 

რა თქმა უნდა რუსეთი კონფლიქტის გაჭიანურებით “კოლექტიური დასავლეთის” გამოფიტვას გააგრძელებს და დასავლეთის სურვილის საწინააღმდეგოდ, ძველინდელ მდგომარეობაზე უფრო მეტად დაწინაურდება გეოპოლიტიკურ არენაზე.

ამასთან ერთად, უკრაინის არმია დღეს დემორალიზირებული და იმდენად დასუსტებულია, რომ მისი გაძლიერების იმედი დასავლეთშიც კი გადაეწურათ.

დასავლეთი აღიარებს უკრაინის ჯარის სისუსტეებს, კორუფციისგან გამოფიტვას, წარუმატებელ კონტრშეტევას და არც მისი გაძლიერების იმედი აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ ახდენს ზელენსკის რეჟიმზე ზეწოლას მოლაპარაკებების დასაწყებად. დასავლეთში ამ საკითზე განხილვაც კი არ დაწყებულა.

ამასთან ერთად, მხოლოდ სამხედრო შედეგებზე ფოკუსირებამ და არა უფრო ფართო გეოეკონომიკურ საკითხებზე კოცენტრირებამ, საბოლოო ჯამში, ევროპის ეკონომიკის შესუსტება გამოიწვია.

დასავლელი ლიდერები, როგორც ჩანს, გლობალური დღის წესრიგის რადიკალურ ცვლილებას ვერ ამჩნევენ და ფეხის აწყობა უჭირთ, ამან კი შესაბამისი საპასუხო შედეგები მოუტანა ბრიუსელს, მათი გავლენა მსოფლიო ასპარეზზე მათ თვალწინ იკლებს.

ახლა, როცა კონფლიქტის მათთვის სასარგებლოდ სამხედრო გზით გადაჭრა შეუძლებელი ამოცანა გახდა, დასავლელ ლიდერებს სულის მოთქმა სურთ, მაგრამ მათ უკვე იმდენად ღრმად შეტოპეს რუსეთთან დაპირისპირებაში, რომ ნებისმიერი სამშვიოდბო შეთანხმა კიდევ უფრო წამგებიან პოზიციაში ჩააგდებს.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი