აზერბაიჯანული მედია სკანდალური გამოძიების შესახებ იტყობინება. საუბარია პორტალ „აბზას მედიას“ ხელმძღვანელზე, მთავარ რედაქტორსა და პროექტების კოორდინატორზე, რომლებიც ფულადი სახსრების კონტრაბანდის ბრალდებით არიან დაკავებულები.
გამოძიების მიხედვით, დაკავებულები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ დონორ ორგანიზაციებთან და ქვეყანაში პროვოკაციების მოწყობის მიზნით, გრანტების სახით სოლიდურ თანხებს იღებდნენ.
დონორ ორგანიზაციებს შორის დასახელებულია USAID-ი, დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდი და ევროპის დემოკრატიის ფონდი.