ჩეხეთს უკრაინისთვის მისაწოდებლად თავისუფალი იარაღი აღარ აქვს – თავდაცვის მინისტრი

ჩეხეთის საწყობებზე აღარ არსებობს იარაღი, რომლის მიწოდება შესაძლებელია უკრაინისთვის, შესაბამისად მთავრობა ახლა ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს. ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ახლა იარაღის მწარმოებელი კომპანიები საექსპორტო ლიცენზიებს იღებენ, რათა სხვა ქვეყნებთან საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში უკრაინას საკუთარი პროდუქცია მიაწოდონ.

„სამხედრო შეიარაღებიდან საწყობებში თითქმის არაფერია დარჩენილი, რისი გაგზავნაც უკრაინაში იქნებოდა შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამის კომპენსირება მოხდეს კერძო კომპანიებისთვის საექსპორტო ლიცენზიების გაცემის გზით“, – განაცხადა ჩერნოხოვამ.

მინისტრის თქმით, ჩეხეთს აქვს თავისუფალი საწარმოო სიმძლავრეები, რომ უკრაინას კერძო სამხედრო კომპანების ჩართვით დაეხმაროს, რის შესახებ პარტნიორები ინფორმირებულები არიან. ჩერნოხოვა ამბობს, რომ დანიამ უკვე გაუგზავნა უკრაინას ჩეხეთისგან შეძენილი 50 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 2500 პისტოლეტი, 7000 ავტომატური შაშხანა, 500 ტყვიამფრქვევი და 500 სნაიპერული შაშხანა.