ქართველ რეპერსა და მსახიობს კახა აბუაშვილს, იმავე კაბუს, ბრალს ოფიციალურად ზაჰესის იზოლატორში დღეს გააცნობენ

ქართველ რეპერსა და მსახიობს კახა აბუაშვილს, იმავე კაბუს, ბრალს ოფიციალურად ზაჰესის იზოლატორში დღეს გააცნობენ.

გუშინ ღამით მას ადვოკატი, დავით სანაძე შეხვდა. უფლებადამცველის განცხადებით, მომღერლისთვის გაუგებარია, თუ რატომ დააკავეს. ადვოკატმა საქმის დეტალებზე მედიასთან ვერ ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ზაჰესის იზოლატორში შეხვედრა მხოლოდ გაცნობითი ხასიათისა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახა აბუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლების დარღვევის გამო დააკავეს, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს.