უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე და რომ დასავლეთმა და ევროკავშირმა დაუშვეს სტრატეგიული შეცდომა, როდესაც კიევს დაეხმარნენ.
მისი თქმით, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, დასავლეთმა მიიღო „სტრატეგიულად სწორი“ გადაწყვეტილება, როდესაც მიაღწია მინსკის შეთანხმებების დადებას და დონბასში ომის გაყინვას. თუმცა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა მიიღო „სტრატეგიულად არასწორი“ გადაწყვეტილება უკრაინის დასახმარებლად.
მან ევროკავშირის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ „სტრატეგიულად არასწორი“ უწოდა.
„ახლა ნათელია, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე. არც მოსკოვში უნდა დაველოდოთ პოლიტიკურ ცვლილებებს… რეალობას უნდა შევხედოთ“, – განაცხადა ორბანმა.