მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა

მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე კი მარჯანიშვილის თეატრში „მეფე ლირის“ ჩვენება გაიმართა.

ვარსკვლავის საზეიმო გახსნას მსახიობის მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ. ზურაბ ყიფშიძეს აგვისტოში 70 წელი შეუსრულდა.

ზურაბ ყიფშიძე 1976 წლიდან არის კინომსახიობთა თეატრისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: „როცა აყვავდა ნუში“, „სურამის ციხე“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „დონ კიხოტი“, „მარტოხელა მონადირე“, „წუთისოფელი“, „ამბავი სურამის ციხისა“ და სხვა მრავალი.