ვაშინგტონი მალე დამატებით დახმარებას გაუწევს როგორც ისრაელს, ასევე, უკრაინას, – ამის შესახებ აშშ-ის პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით“, – აღნიშნა მან.
ჯონსონმა დასძინა, რომ ყველა, ვინც ამ საკითხში მონაწილეობს, ესმის, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს.
თუმცა, ჯონსონის თქმით, ისრაელისთვის დახმარება ახლა პირველ ადგილზეა შეერთებული შტატებისთვის, თუმცა უკრაინის დახმარებაც პრიორიტეტულ სიაშია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს ევროპაში მარშით გავლის საშუალებას და გვესმის [უკრაინის] დახმარების აუცილებლობა“, – აღნიშნა ჯონსონმა.