როდემდე გაგრძელდება შტორმი, ქარბუქი და უამინდობა და როდის გამოიდარებს საქართველოში? – მეტეოროლოგის პროგნოზი

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იკლებს, მაღალმთიან რეგიონებში თოვს, ზღვისპირა ქალაქებში კი 7 ბალიანი შტორმია. გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სამაგიეროდ, დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე:

„მშვენიერი ამბავი მაქვს თქვენთვის, ამაღამ ზღვაზე ტალღის სიმაღლე დაიწყებს შემცირებას,  აღმოსავლეთში კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.

28 ნოემბრის – შუადღიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება და მზე გამოანათებს.

ტემპერატურა ხვალვე არა, მაგრამ ნელნელა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს და უახლოეს დღეებში გაავდრებას აღარ ველოდებით“ – წერს კობა ფარტენაძე.