აშშ-ის საელჩომ გადადო საზეიმო შეხვედრა ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან, რომელიც 27 ნოემბერს, სასტუმრო Marriott Absheron-ში იყო დაგეგმილი, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც აზერბაიჯანის სამთავრობო მედიაში სიუჟეტები გავიდა, რომ აშშ-ის საელჩო თავის „ჯაშუშურ ქსელთან“ შეხვედრას აწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოში გამოცემა Turan-ს განუცხადეს: „საელჩო მოუთმენლად ელოდა ჩვენი ორი ფლაგმანი საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის იუბილეს აღნიშვნას და ყოველთვის ხაზს უსვამდა აშშ-ში კურსდამთავრებულთა წვლილს აზერბაიჯანული საზოგადოების განვითარებაში”.
საელჩოში ასევე აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი იყო, რომ ღონისძიებას 400-ზე მეტი სტუმარი დაესწრებოდა, მათ შორის მთავრობის, განათლების, არაკომერციული და კერძო სექტორიდან.