„ჰამასმა“ 28 ნოემბერს კიდევ 10 ისრაელელი და 2 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. ისინი წითელმა ჯვარმა რაფაჰის გადასასვლელით ეგვიპტეში გადაიყვანა. ისრაელის მედია გათავისუფლებული მძევლების სიასაც აქვეყნებს.
მედიის ცნობით, გათავისუფლებულ ისრაელელ მძევალთა შორის არის 1 ბავშვი და 9 ქალი, რომელთა შორის ხანდაზმულებიც არიან.
მოგვიანებით ისრაელის ციხის სამსახურმა დაადასტურა, რომ მძევლების სანაცვლოდ ისრაელმა 30 პალესტინელი პატიმარი, მათ შორის 15 ქალი და 15 არასრულწლოვანი გაათავისუფლა.