რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სახალხო ასამბლეაში ონლაინ ჩართვისას დასავლური ელიტა რუსოფობიისა და ნეონაციზმის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ დასავლეთს არ სჭირდება დიდი და მრავალეროვანი რუსეთი. ამის შესახებ TASS წერს.
„პრინციპში, დასავლეთს არ სჭირდება ისეთი დიდი და მრავალეროვნული ქვეყანა, როგორიც რუსეთია…
ისინი კვლავ იყენებენ იმავე ძველ ნარატივს: რუსეთი არის „ხალხების ციხე“ და თავად რუსები არიან „მონების ერი“. ჩვენ ეს ბევრჯერ გვსმენია საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ ასევე გვსმენია, რომ რუსეთს, თურმე, ახლა სჭირდება. დეკოლონიზაცია. რეალურად რა უნდათ? ფაქტობრივად, რუსეთის დაშლა და გაძარცვა უნდათ. თუ ამას ძალით ვერ ახერხებენ, მაშინ უთანხმოების დათესვით შეეცდებიან…
დღეს რუსოფობია, რასიზმისა და ნეონაციზმის სხვა ფორმები პრაქტიკულად დასავლური მმართველი ელიტების ოფიციალურ იდეოლოგიად იქცა. [ამგვარი პოლიტიკა] მიმართულია არა მხოლოდ რუსების, არამედ რუსეთის ყველა ხალხის წინააღმდეგ – თათრების, ჩეჩნების, ავარების, ტუვინების, ბაშკირების, ბურიატების, იაკუტების, ოსების, ებრაელების, ინგუშების, მარიებისა და ალტაიელების წინააღმდეგ”. – თქვა პუტინმა.