კრემლი აცხადებს, რომ ფინეთ-რუსეთის საზღვარზე პოლონური ჯარის განთავსება დაძაბულობას გამოიწვევს.
“ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი ღონისძიება საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან იქ არანაირი საფრთხე არ არსებობს. ფინელებმა ნათლად უნდა იცოდნენ, რომ საზღვრებზე სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის გაზრდა ჩვენთვის საფრთხეს შექმნის”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა იაცეკ სიევიერამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “მოკავშირეთა მხარდაჭერის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ ჰიბრიდული თავდასხმის ფონზე” ფინეთში სამხედრო მრჩეველთა გუნდს გაგზავნის.
ფინეთმა საზღვარი რუსეთთან ლტოლვილთა ნაკადის მოულოდნელი ტალღის შემდეგ დახურა და მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურ ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა.