საფრანგეთში 5 ქართველი დააკავეს, რომლებიც 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, არანაკლებ 36 ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები, ძირითადად ბორდოს რაიონში. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ისინი 15 ნოემბერს, რამდენიმეკვირიანი გამოძიების შემდეგ დააკავეს, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი პოლიცია კრიმინალური დაჯგუფების კვალზე ერთ-ერთი წევრის მანქანის ძებნისას გავიდა, რომელიც მათი მორიგი ქურდობის დროს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
„ისინი ძალიან სწრაფები არიან, სძინავთ თავიანთ მანქანაში და შეუძლიათ რამდენიმე ქურდობის ჩადენა იმავე საღამოს“, – თქვა ფრანგმა სამართალდამცავმა რომენ რენომ.
მისივე ცნობით, მძარცველების დაკავებისას 250 მოპარული ნივთი ამოიღეს, რომელთა უმეტესობა ძვირადღირებული იყო, მათ შორის ძვირფასეულობა, ასევე კომპიუტერები, ტელეფონები და სათვალეები.
5-ვე ეჭვმიტანილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. მათი სასამართლო პროცესი 21 დეკემბერს ბორდოში გაიმართება.