რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი სამართლიანი მსოფლიო წესრიგის შექმნის წინა პლანზე დგას. ამის შესახებ რუსული პროსამთავრობო მედია წერს.
კრემლის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუვერენული და ძლიერი რუსეთის გარეშე მდგრადი მსოფლიო წესრიგის დამყარება შეუძლებელია.
„ჩვენმა ქვეყანამ, რუსულმა სამყარომ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ისტორიაში, გადაკეტა გზა მათთვის, ვინც მსოფლიოს ბატონობაზე პრეტენზიას აცხადებს“, – აღნიშნავს პუტინი.
პუტინი ამბობს, რომ ერთი ჰეგემონის დიქტატურა გარშემომყოფებისთვის საშიშია და ბევრ რამეს „აფუჭებს“.