ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კიდევ ერთი დღით, 30 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ CNN ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს.
„ოპერატიული პაუზა გრძელდება“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ცნობისთვის, ეს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის მეშვიდე დღეა. ამ დროის განმავლობაში, „ჰამასმა“ ისრაელიდან 7 ოქტომბერს გატაცებული 97 მძევალი გამოუშვა, სანაცვლოდ კი ისრაელის ხელისუფლებამ 210 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.