ნატო ვარაუდობს, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლომდე რუსეთს თავისი ტერიტორიებიდან ვერ განდევნის, – ამის შესახებ RBC-Ukraine Euractiv-ზე დაყრდნობით იუწყება.
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ირწმუნებიან, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის მიუხედავად ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა არ შემცირდება.
თუმცა, ნატოს სამმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინის ჭურვებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა გეგმის მიხედვით არ მიდის, რაც აჩენს კითხვებს, შეძლებს თუ არა დასავლეთი არჩეული ხაზის შენარჩუნებას.
აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა და ნატომ უნდა ითანამშრომლონ იარაღის წარმოების საკითხში, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის საჭიროებები.