შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის განცხადებით, შვედეთი მხარს უჭერს მოლდოვისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას.
აღნიშნული განცხადება მან გააკეთა ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელიც სკოპიეში იმართება.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი აგრძელებს მავნე ზეგავლენის გაფართოებას ეუთო-ს წევრ ქვეყნებში. ამ კონტექსტში მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას მოლდოვისა და საქართველოს მიმართ, მათი მედეგობის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი, ასევე, მათი ევროპული ინტეგრაციის გზის მიმართ“, – განაცხადა ტობიას ბილსტრომმა.