ღაზის სექტორში ომის გაგრძელებაში ირანმა ისრაელი და აშშ დაადანაშაულა

ღაზის სექტორში ომის გაგრძელებაში ირანმა ისრაელი და აშშ დაადანაშაულა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ნასერ ყანაანის განცხადებით, აგრესიის და ხოცვა-ჟლეტის გაგრძელებაზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ისრაელს, აშშ-ს და რამდენიმე მთავრობას, რომლებიც მხარს უჭერენ აპარტეიდულ რეჟიმს.

„კიდევ ერთხელ, მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები და ქალები არიან სიონისტური არმიის მიერ წამოწყებული კრიმინალური თავდასხმების მთავარი მსხვერპლი. 15 000-ზე მეტი პალესტინელის მოკვლის შემდეგ, სიონისტმა კრიმინალებმა ამერიკის მთავრობის მუდმივი მხარდაჭერით მკვლელობის ახალი რაუნდი დაიწყეს“, – განაცხადა ნასერ ყანაანიმ.