პუტინის განცხადებით, ამ წლის მონაცემებით რუსეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 74 წელი იქნება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მიმდინარე წლის მონაცემების შედეგების მიხედვით, რუსეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 74 წელი იქნება. ასე მიმართა კრემლის ლიდერმა ჯანდაცვის ეროვნული კონგრესის მონაწილეებს ვიდეომიმართვისას.

„მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, რეგიონული ხელისუფლებისა და ყველა სამედიცინო მუშაკის კოორდინირებულმა, პასუხისმგებლობიანმა მუშაობამ შესაძლებელი გახადა ღირსეული შედეგების მიღწევა, რომელთაგან პირველი, რა თქმა უნდა, რეკორდული სიცოცხლის ხანგრძლივობაა რუსეთისთვის. წელს, ეს იქნება დაახლოებით 74 წელი“, – განაცხადა პუტინმა.