“რუსული აწმყოსა და მომავლის” ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა და რუსული ოჯახის ტრადიციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსულ ოჯახში მრავალშვილიანობა ნორმა უნდა იყოს:
“ჩვენს მრავალ ერში, მადლობა ღმერთს, მყარი, მრავალთაობიანი ოჯახის ტრადიციაა შემონახული, სადაც ოთხ, ხუთ და მეტ ბავშვს ზრდიან. გავიხსენოთ, რომ რუსულ ოჯახებში ჩვენს ბევრ ბებიასა და დიდ ბებიას, როგორც შვიდი, ისე რვა და კიდევ უფრო მეტი ბავშვიც ჰყავდათ. მოდით, ამ შესანიშნავ ტრადიციებს გავუფრთხილდეთ და აღვადგინოთ. მრავალშვილიანობა, დიდი ოჯახი რუსეთში ნორმად, რუსეთის ყველა ერისთვის ცხოვრების ნიმუშად უნდა იქცეს”.– თქვა პუტინმა.