“გიორგის და მის მეგობარს ჰქონდათ რესტორანი. ხშირად მიწევდა მისვლა, ერთხელ გიორგის დავურეკე, თუ გაქვს ვაკანსიათქო, ნებისმიერ რამეზე ვიმუშავებო. მითხრა მოდიო და ჩემთან დაიწყე მუშაობაო, პრომოს პოზიციაზეო. მივედი და რომ ამიხსნა სიტუაცია იყო ასეთი – ინგლისური და რუსული უნდა მცოდნოდა. არ ვიცოდი არც ერთი ენა კარგად და ვუთხარი, ვერ დავიწყებ ამ პოზიციაზე მუშაობას, არ მინდა-მეთქი. სხვა რამეს მოვძებნითქო. ნუ მუშაობა რომ ვერ დავიწყე, ის პერიოდი ხშირად მივდიოდი გიორგის რესტორანში, მეგობრები შევიძინე. ერთ დღეს გიორგის მივწერე, რომ თუ ხარ ობიექტზე, ნახვა მინდა შენითქო. მითხრა, აქ ვარო ახლაო და ისეთ სიტუაციაშიო, ვერ აგიხსნიო, ქურდობა მოხდაო. დავინტერესდი, რა ქურდობა მოხდა, მანამდე იქ მეც ვიყავი.
მეორე დღეს მივედი და ერთ-ერთმა გამომიყვანა და მითხრა, რომ ძალიან მერიდება და შენ გადებენ ხელსო. გარკვეული თანხა დაიკარგა. თუ არ ვცდები 200 ლარი იყო. ძალიან ავნერვიულდი. იმ პერიოდში თან მიჭირდა, მაგრად მიჭირდა, ბანკის ვალი მქონდა, ერთ ადამიანს გამოუტანე და ვერ იხდიდა. რომ დავურეკე შემდეგ გიორგის, ნახვა მინდათქო და უარი თქვა. მას შემდეგ ხშირად მივწერე, რომ ნახვა და ახსნა მინდოდა, რომ არაფერ შუაში ვიყავი, მაგრამ არაფრით მოიცალა. ერთხელ დამირეკა “ამირანში” ვარო და გამოდიო ნახვა მინდაო. არც მაშინ დამელაპარაკა იმ თემაზე, მამაკაცის საუკეთესო სოლის შემსრულებლის ჯილდოზე მითხრა. წავიდა და მის შემდეგ არ შემხმიანებია. არ დამლაპარაკებია ამ თემაზე. მე არ მომიპარავს ეს ფული. როგორც გავიგე, მერე გაირკვა ყველაფერი, ისიც, თუ ვინ მოიპარა თანხა” – იხსენებს თედო ბექაური, მსახიობი, რომელიც ბოლო დროს კიდევ უფრო პოპულარული გახდა.
თედო ბექაურმა 2009 წელს გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა ნაპირი“ შესრულებული როლით თავი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნო. ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კ/ფესტივალზე 2009 წლის 7 თებერვალს გაიმართა. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ნაჩვენები იყო ოცდაათამდე ქვეყანაში, ორმოცდაათამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე. თედო ბექაურმა შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, პალმ სპრინგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) (2010) – ფიპრესის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში, 2010) – ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და სხვ.
ამჟამად ეროვნულ მუზეუმში მუშაობს და მის ცხოვრებაში არაერთი სასიამოვნო სიახლეა. თედო ბექაურმა რჩეულზე, ანი ხუციშვილზე იქორწინა და სულ ცოტა ხნის წინ ისინი პირველი შვილის, დემეტრეს მშობლები გახდნენ. წყვილი ბედნიერად ცხოვრობს და ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გულშემატკივრებსაც უზიარებს. საზოგადოების დიდი სიყვარული, მხარდაჭერა და თანადგომა თედომ კიდევ ერთხელ, სულ ცოტა ხნის წინ დაიმსახურა, როცა პოპულარულ პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” გამოჩნდა: