ირანი, რუსეთი და ჩინეთი სპარსეთის ყურეში ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

ირანი, რუსეთი და ჩინეთი 2024 წელს სპარსეთის ყურეში ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. ირანული სააგენტო Mehr-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, კონტრ-ადმირალმა შაჰრან ირანიმ განაცხადა.

ირანი, რუსეთი და ჩინეთი სპარსეთის ყურეში ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

„დამკვირვებლების სტატუსით წვრთნებზე მოწვეულები არიან პაკისტანი, ბრაზილია, ომანი, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა“, – აღნიშნა შაჰრან ირანიმ.

მისივე თქმით, წვრთნების უდიდესი ნაწილი ჯასკის რაიონში გაიმართება, წლის ბოლომდე კი ამ რაიონში ირანის მაღალი სიმძლავრის მქონე ქვედანაყოფებს განათავსებს.