ისლამური ჯიჰადის თქმით, რაკეტები ისროლეს იერუსალიმის და ისრაელის სხვა ქალაქების მიმართულებით

ისრაელში კვლავ განგაშის სირენების ხმა ისმის. როგორც The Times of Israel წერს, ისლამური ჯიჰადი აცხადებს, რომ რაკეტები ისროლეს იერუსალიმისა და ისრაელის სხვა ქალაქების მიმართულებით.

იერუსალიმის მცხოვრებლების თქმით, აფეთქებების ხმა გაიგეს და შესაძლოა, რაკეტის ნამსხვრევები რკინის გუმბათის გავლით, მიწაზე ჩამოვარდნილიყო.

The Times of Israel-ის ცნობით, ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმის ფონზე, განგაშის სიგნალებია ამოქმედებული ისრაელის სამხრეთ ნაწილში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათმა გამანადგურებლებმა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმები მიიტანეს „ჰამასის“ ობიექტებზე.