კრემლის გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუნიტის განკარგულება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 1 320 000 ჯარისკაცამდე იზრდება.
მანამდე მოქმედებდა 2022 წელს გამოცემული ბრაძანებულება, რომლის მიხედვითაც, არმიის საშტატო შემადგენლობაში 1 150 628-მდე მებრძოლი უნდა ყოფილიყო.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ეს შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ რუსეთში უახლოეს მომავალში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდება.
„ფორმალურად, საშტატო შემადგენლობა 170 ათასით გაიზარდა, თუმცა, თუ რუსეთის არმიის დანაკარგებს გავითვალიწინებთ, თავდაცვის უწყებას რეალურად დაახლოებით 300 ათასი ჯარისკაცით დასჭირდება არმიის შევსება“, – წერს BBC ექსპერტებზე დაყრდნობით.