აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შახბაზოვმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა დუბაიში გამართულ შეხვედრაზე სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის გაფართოებისა და ე.წ. მწვანე დერეფნის რეალიზაციის საკითხი განიხილეს.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, შახბაზოვისა და სიმსონის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ, ე.წ. მწვანე დერეფნის პროექტის რეალიზაციის მიზნით, უახლოეს ხანში შეიქმნება ერთობლივი საწარმო, რომელიც პროექტის განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო 2024 წლის ბოლომდე დაგეგმილია პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.
ცნობისთვის, ე.წ. მწვანე დერეფნით, აზერბაიჯანიდან განახლებადი ენერგიის ევროპაში შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირებაა დაგეგმილი. პროექტის მონაწილეები არიან აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი.