გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იოშკა ფიშერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს სჭირდება საკუთარი ბირთვული იარაღი რუსეთის ეფექტურად შეკავებისთვის.
ყოფილი გერმანელი მინისტრი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ბირთვულ არსენალს არასაკმარისად მიიჩნევს შეცვლილი სიტუაციიდან გამომდინარე.
„ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი შეკავების პოტენციალი. სანამ ჩვენს სამეზობლოში გვყავს რუსეთი, რომელიც ემორჩილება პუტინის იმპერიულ იდეოლოგიას, ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი რუსეთის შეკავება“ – დასძენს გერმანელი პოლიტიკოსი.