ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სახმელეთო შეტევას ღაზას სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებენ, მათ შორის, სამხრეთ ნაწილშიც.
„ჩვენ მტკიცედ და საფუძვლიანად ვიბრძოდით ღაზის სექტორის ჩრდილოეთში და ამას ახლა ვაკეთებთ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში. ეს იქნება არანაკლებ ძლიერი ოპერაციები, ვიდრე ღაზას ჩრდილოეთით, შედეგები კი ნაკლებად მნიშვნელოვანი არ იქნება“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერზი ჰალევი.
შეგახსენებთ, ისრაელისა და „ჰამასის“ დაპირისპირება რამდენიმე დღიანი ზავის შემდეგ განახლდა, რა დროშიც, ისრაელმა მძევლების ნაწილი დაიბრუნა, „ჰამასმა“ კი პალესტინელი პატიმრების ნაწილი, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებოდნენ.