„ზალუჟნიმ სიმართლე თქვა, მხარს ვუჭერ მას“ – კლიჩკო ზალუჟნის განცხადებაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადების საპასუხოდ, რომ ომი ჩიხში შევიდა, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გამოცემასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მან სიმართლე თქვა.

„ზოგჯერ ადამიანებს არ სურთ სიმართლის მოსმენა, მაგრამ საბოლოო ჯამში ამაზე ის არის პასუხისმგებელი. მან განმარტა, რა სიტუაციაა დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, მოვატყუოთ ჩვენი ხალხი და ჩვენი პარტნიორები, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენმა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა ზალუჟნი იმის გამო, რომ მისი მკაფიო სიტყვები უსამართლოა. მე მხარს ვუჭერ მას“, – დასძინა კლიჩკომ.