ორბელიანების სასახლის შესასვლელთან, ღობეს დედის გინება „ამშვენებს“, რაც საქართველოს ორღობე პრეზიდენტის ევროპული კულტურის საუკეთესო მაჩვენებელია: თურმე, “Made in France” ზურაბიშვილმა საქალაქო სამსახურებს აუკრძალა ღობეზე „პატრიოტული წარწერის“ წაშლა. ხოლო „ევროპული კამპანიის ფარგლებში“ 7 დეკემბრის მიღებაზე მიწვეულებს რომ არ ეფიქრათ, რომ ზურაბიშვილს დედას აქაც აგინებენ, ზემოთ სოფელ კირბალის 58 წლის მკვიდრის სახელი და გვარი მიაწერეს. სინამდვილეში, 6 ნოემბერს პროვოკაციის შედეგად დაღუპული თამაზ გინტურის სიტყვები – “ლომისა … შენი კარის ამჭედის დედას …!” – მიმართული იყო არა „რუსი ოკუპანტების“, არამედ გიული ალასანიას – მიხეილ სააკაშვილის დედისადმი, რომელმაც 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალი „გრადით“ დაბომბა. სწორედ სააკაშვილის ბრალეულობით ლომისის ეკლესია, სამაჩაბლოს მხარესთან ერთად, რომელსაც სააკაშვილმა „სამხრეთ ოსეთი“ შეარქვა, თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
დიდად მნიშვნელოვანი როდია, ამჟამად ვინ, რა კატეგორიის ნაძირლები მივლენ პრეზიდენტის სასახლეში ზემოაღნიშნულ მიღებაზე, მთავარია ჩემი აღმოჩენაა, რომ მასის შენარჩუნების კანონი პოლიტიკაშიც მოქმედებს. პოპ-არტის ვარსკვლავები და ბლოგერები, საზოგადოებრივი აქტივისტები და ბიზნესმენები, დამსახურებული არტისტები და ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში სპეცოპერაციასა და პუტინს წინააღმდეგ გამოვიდნენ, არსად გაუჩინარებულან – საქართველოში, ან უფრო მოშორებით, ეს მასა რუსეთში ხელისუფლების შეცვლას ელოდება, რათა ოპოზიციის მხრებზე დაბრუნდეს. საზღვარგარეთ, იქ, სადაც რუსულ მართლმსაჯულებას ხელი არ მიუწვდება, ისინი თავი „ნამდვილი რუსკი მირის“ წარმომადგენლებად მიაქვთ, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს მასა შევა აქტიურ დაპირისპირებაში რუსეთის ხელისუფლებასთან – არჩევნებზე ან მიტინგებზე, იმისდა მიხედვით, თუ რა ვითარება იქნება უკრაინაში.
“რეაქციაში შესული ნივთიერებების მასა უდრის მიღებული ნივთიერებების მასას”: როგორი იქნება რუსეთის მომდევნო ხელისუფლება რუსეთის ოპოზიციის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან შეჯახების, დასავლური და სლავური ცივილიზაციების შეტაკების შედეგად? კოალიციური და კოლაბორაციონისტული, რომლის ხილვაც დასავლეთს საქართველოში სურს, თუ მონოლითურად პატრიოტული? იქნება თუ არა მასში წარმოდგენილი სურკოვი-კადიროვი-არძიმბას ანტიქართული ტრიო?
იგივე პროცესები მიმდინარეობს საქართველოში: ხელისუფლების მიერ უარყოფილი და ოპოზიციის გაკოტრების მიზეზით გამოუსადეგარი მასა დღეს, ამერიკელების რეკომენდაციით, ზურაბიშვილის ფიგურის ირგვლივ ჯგუფდება უცხოური გავლენის აგენტებისგან „მესამე ცენტრის“ შეიქმნის მიზნით: გამოცდილი NGOების ლიდერები და მედია-მენეჯერები, „სახალხო დამცველები“ და ფსევდო-ჟურნალისტები, გენდერ-ოპოზიცია და ლგბტ-სამოქალაქო სექტორი, რომლებმაც პარლამენტი კინაღამ გადაწვეს, მაგრამ აიძულეს, უკან გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ. მასის შენარჩუნების კანონის თანახმად, ამ „მესამე ცენტრში“ თავს მოიყრის მმართველ პარტიას ჩამოშორებული, ამომრჩეველთა და პოლიტიკოსთა მასა.
ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებს ერთმანეთის მიყოლებით იწვევენ საქართველოს პრეზიდენტთან, რადგან, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში ოპოზიციას სათავეში მოქმედი პრეზიდენტი უდგას.
„საქართველო ვერ მოუგებს ომს რუსეთს, ამიტომ რუსეთთან ომი არ შეიძლება“, „რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გარეშე საქართველო დაიღუპება, ამიტომ რუსეთისთვის სანქციების გამოცხადება არ შეიძლება“– სწორედ ეს არის ხელისუფლების პრაგმატიზმი, რომელსაც ხშირად აქებენ ქალბატონები ზახაროვა და სიმონიანი.
რა თქმა უნდა, პრაგმატიზმი ომს სჯობს, მაგრამ ეგზისტენციალურ არჩევანზე დაფუძნებულ მეგობრო-ბაზე უარესია.
მეგობრობისთვის კი, გარდა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა, არაფერი გაკეთებულა – არც ერთიანი საინფორმაციო, მაშასადამე, რუსულენოვანი სივრცის მხარდაჭერის, არც კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების კუთხით, სადაც უზარმაზარი რეზერვებია, არც ახალგაზრდული და არც არასამთავრობო ორგანიზაციების კუთხით. სამაგიეროდ, საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ვერაგი ოპოზიცია „კრემლისტურს“ უწოდებს, მაქსიმალურად უწყობს ხელს ქართველი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, დასავლეთთან ინტეგრაციას. საქართველოს მოქალაქეების ის კატეგორიებიც კი, რომლებიც მუდმივად სარგებლობენ რუსეთთან უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირი რეისების, ექსპორტ-იმპორტისა და ტურიზმის სიკეთეებით, საჯაროდ ემხრობიან საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას და აღიარებენ რუსეთს ოკუპანტად! ოფიციალურად კი ჩვენ გვაქვს ჟენევისა და პრაღის ფორმალური ფორმატები და არ გვაქვს დიპურთიერთობები, რის გამოც საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილი და უფლება, დიდი თანხა უნდა დახარჯოს რუსეთში რამდენჯერმე მგზავრობისთვის – განაცხადის წარდგენის, დოკუმენტების შედგენისა და რფ-ის მოქალაქის პასპორტის ასაღებად გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.
P.S.
ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოზე – მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზის ნამდვილი ორთქლმავალია, რომელიც 1935 წელს მუშტაიდის პარკში სტალინის ინიციატივით აშენდა (სტალინი მუშტაიდში თბილისელ ბოლშევიკებს საიდუმლო შეხვედრებს უნიშნავდა). თუჯისგან ჩამოსხმული დაფა საბავშვო რკინიგზის შექმნის მოკლე ისტორიით რუსულ ენაზე დღეს შეცვალეს ყალბი ოქროთი მზინავი ინგლისურენოვანი აბრით, ხოლო წითელბორბლებიანი შავი ორთქლმავალი, რომელიც ნახშირზე მუშაობდა და რომელსაც პიონერები მართავდნენ, სამასხაროდ გადაღებეს. როგორც ჩანს, ზურაბიშვილის ევროქართველები ევროპაში გამგზავრებას ამ ორთქლმავლით აპირებენ და არ იციან, რომ საბავშვო რკინიგზა შეკრულ წრეზეა გაყვანილი…
რა თქმა უნდა, საქართველოს მცდელობა, გაწევრდეს ევროკავშირში – ბავშვური თამაშია, მაგრამ ხელისუფლება წააგებს, თუ 15 დეკემბრის მერეც ოპოზიციასთან ევროპულ ტრეკზე თამაშს განაგრძობს – აქაოდა, ევროკავშირი ქართველ ხალხთან დათმობაზე წავიდა და საქართველოს სტატუსი ავანსად მიანიჭა, და ახლა ჩვენ, ყველანი ერთად, ვალდებული ვართ, გავამართლოთ ეს მაღალი ნდობა – მოვიყვანოთ პარამეტრები ევროკომისიის მოთხოვნასთან შესაბამისობაში. ხოლო მილიარდერი ივანიშვილი, რომელმაც საქართველოში დიდძალი ფული ქარს გაატანა, ზურაბიშვილთან ფიასკოს შემდეგ, აღარასოდეს დაუჭერს მხარს ვინმეს, ვინც ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა არ გააჩნია, იქნება ეს პიროვნება თუ პარტია, თუნდაც მისი შვილობილი „ქართული ოცნება“.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი