ისრაელ-ჰამასის მიმდინარე კონფლიქტის გამო ღაზას სექტორიდან დევნილთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ამის შესახებ „ბიბისი“ გაეროზე დაყრდნობით წერს და ინფოგრაფიკას ავრცელებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, თითქმის 3 კვირაზე ნაკლებ დროში ღაზადან დევნილთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა.
7 ოქტომბრის შემდეგ 1,9 მილიონმა ადამიანმა დატოვა სახლები.
„ეს ღაზას სექტორის მოსახლეობის 85%-ზე მეტია“, – აცხადებენ გაეროში.