ისრაელ-ჰამასის ომს, სულ მცირე, 63 ჟურნალისტი ემსხვერპლა – CPJ

ღაზაში, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის შედეგად, მინიმუმ 63 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.

დაღუპულთა შორის, 56 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელია.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 19 კი დაკავებულია. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

„ღაზაში ჟურნალისტები განსაკუთრებით მაღალი რისკის წინაშე დგანან, რადგან ისინი ცდილობენ გააშუქონ კონფლიქტი“, – ნათქვამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაში.