რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მიერ კონტროლირებადი ინსტიტუტები რუსოფობიასა და მიკერძოებულობას ავლენენ.
კრემლის ლიდერის თქმით, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სისტემის დეგრადაციის პროცესი გრძელდება.
„10 დეკემბერს გაეროს მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 75 წელი შესრულდება. სამწუხაროდ, ჩვენ ამ თარიღს მძიმე ვითარებაში ვხვდებით. კვლავ გრძელდება ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სისტემის და ინსტიტუტების დეგრადაციის პროცესი.
დასავლეთის მიერ პოლიტიკურად კონტროლირებადი ინსტიტუტები რუსოფობიას და მიკერძოებულობას ავლენენ“, – განაცხადა პუტინმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა განვითარების საბჭოს წევრებთან საუბრისას.
პუტინის განცხადებით, ეს სტრუქტურები არათუ ამჩნევენ, არამედ ხელს უწყობენ რუსოფობიის გამოვლინებებს და მხარს უჭერენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩქარობენ რუსოფობების ამ სამარცხვინო შეჯიბრში პირველი ადგილის დაკავებას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.