კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ადამიანის უფლებების უგულებელყოფას.
პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის ითანამშრომლოს ადამიანის უფლებების დაცვის თანაბარი და სამართლიანი სისტემის შესაქმნელად.
„როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი გავიდა მრავალი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარს ვამბობთ დეკლარაციაში დადგენილ პრინციპებზე. პირიქით, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან და პარტნიორთან, რათა ვიპოვოთ გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად ეფექტური, სამართლიანი, თანაბარი სისტემის ჩამოყალიბებისთვის“, – აცხადებს პუტინი.