გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ უკიდურესად შეშფოთებულია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის განახლებული საბრძოლო მოქმედებებით.
ანტონიუ გუტერეშმა მიმართა ისრაელის სამხედროებს, მოერიდონ შემდგომ ქმედებებს, რომლებიც გააუარესებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში.
„ადამიანებისთვის, რომლებსაც ევაკუაცია უბრძანეს, არსად არის უსაფრთხო წასასვლელი და ძალიან ცოტა ადგილია გადარჩენისთვის“, – განაცხადა გუტერეშმა.
გუტერეშის თქმით, ის სერიოზულად შეშფოთებულია ძალადობის ესკალაციის გამო დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის ისრაელის უსაფრთხოების ოპერაციების გაძლიერებით და პალესტინელების მიერ ისრაელელებზე თავდასხმებით.