ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩავიდა.

რუსეთის პრეზიდენტი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაინის შეხვდა.

რუსული მედიის ცნობით, მასთან შეხვედრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა. პუტინის თქმით, გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 67 პროცენტზე მეტით გაიზარდა.

როგორც მედია წერს, ვლადიმირ პუტინმა ასევე ისაუბრა ინვესტიციებისა და სამრეწველო თანამშრომლობის ზრდაზე, იმ პროექტებზე, რომლებიც ნავთობისა და გაზის სექტორშია დაგეგმილი. მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაინმა თავის მხრივ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ვლადიმირ პუტინის როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.