მოსკოვთან ახლოს მოკლეს უყრაინის “რადის” ყოფილი დეპუტატი, რუსეთში ემიგრირებული ილია კივა. უყრაინის სპეცსამსახურებმა უკვე გამოაცხადეს, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება და მკვლელობა მათი დაკვეთით მოხდა. სხვა სიტყვებით და უფრო ზუსტად – ეს იყო ტერორისტული აქტი.
ილია კივამ, რომელიც არ გახლდათ სამხედრო პირი და იარაღით ხელში არ უბრძოლია კიევის რეჟიმის წინააღმდეგ, არაერთხელ ამხილა კიევის ამჟამინდელი კორუმპირებული რეჟიმი ომის განზრახ პროვოცირებაში. იგი ტერორისტული რეჟიმის კიდევ ერთი “რბილი სამიზნე” აღმოჩნდა.
ვფიქრობთ, რომ მომავალში მსგავსი ტერორისტული აქტების გეოგრაფიული არეალი რუსეთს გასცდება და, შესაძლოა, საქართველოშიც შემოაღწიოს. როგორც ცნობილია, ასეთი ტერორისტული აქტის მცდელობა 2018 წლის ბოლოს თბილისში სემიონ სემენჩენკოს ბანდიტურ ჯგუფს უკვე ჰქონდა.
ვფიქრობთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გამოაცხადოს კიევის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად, რომელიც დაუფლებულია კვაზი-სახელმწიფოს, სახელწოდებით უყრაინა.
ევრაზიის ინსტიტუტი,
თბილისი, 7 დეკემბერი, 2023
“იზვესტიის” ცნობა:
„იზვესტიას“ მიერ გამოკითხული ექსპერტების მიერ უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატის ილია კივას მკვლელობის მიზეზად პოლიტიკურ შურისძიებას მიიჩნევენ. პოლიტიკოსის ცხედარი მოსკოვის რეგიონში, სასტუმრო «Величъ Кантри Клаб»-ის დახურულ ტერიტორიაზე 6 დეკემბერს საღამოს იპოვეს.
მკვლელმა ილია კივას ორჯერ ესროლა, განუცხადა „იზვესტიას“ სამართალდამცავმა წყარომ. „უკნიდან მივუახლოვდი, პირველი ტყვია გულის არეში იყო მოხვედრილი, მეორე – საკონტროლო გასროლა, თავის არეში. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და არავინ დაინახა. ალბათ, პირველი გასროლა უკვე საბედისწერო იყო, რადგან ტყვია გულში მოხვდა“, – აღნიშნა გამოცემის თანამოსაუბრემ.
„იზვესტიას“ ცნობით, კივას ცხედარისასტუმროს თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა.
მოსკოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის განმარტებით, მკვლელობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი გამოძიების მონაცემებით, უცნობმა პირმა ილია კივას რამდენჯერმე ესროლა. იარაღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
უწყებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ყველაზე გამოცდილი გამომძიებლებისა და კრიმინოლოგების ჯგუფი შეუერთდა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს დათვალიერება მომხდარის გარემოებების დასადგენად.
„ისინი ათვალიერებენ ჩანაწერებს სათვალთვალო კამერებიდან და მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო სამუშაოების ფართო სპექტრი“, – განუცხადა წყარომ “იზვესტიას”.
სასტუმროს ტერიტორიაზე შეუმჩნევლად შესვლა რთულია – იქ უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, ტერიტორია მოფენილია ვიდეოსათვალთვალო კამერებითა და დაცვის თანამშრომლებით, იუწყება გამოცემის კორესპონდენტი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მთელი საღამო სასტუმროსთან ახლოს არის სამართალდამცავების მანქანები და უკრაინული სანომრე ნიშნებით მანქანა ხარკოვის ოლქის კოდით.
მიუხედავად ინციდენტისა, სასტუმროს სტუმრები მშვიდად გადაადგილდებიან, თუმცა დაცვის სამსახური სასტუმროს ტერიტორიაზე უცხოთა შესვლას კრძალავს.
უკვე 6 დეკემბერს საღამოს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობის მცდელობა, სავარაუდოდ, СБУ-ს მიერ იყო ორგანიზებული. ეს ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.
რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ადრე მტკიცებითი ფორმით განაცხადეს უკრაინის სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ რუსი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებში.
ასე, 2022 წლის 20 აგვისტოს მოკლულ იქნა 29 წლის ჟურნალისტი დარია დუგინა. ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა მამის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე დუგინის მანქანაში, რომლის საშუალებითაც დარია მოსკოვის რეგიონში ლიტერატურული და მუსიკალური ფესტივალიდან ბრუნდებოდა. სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნაღმი მოთავსებული იყო მანქანის ძირის ქვეშ, მძღოლის სავარძლის მხარეს. გააქტიურდა დისტანციურად.
2023 წლის 2 აპრილს სანქტ-პეტერბურგის კაფე „სტრიტ ბარში“ სამხედრო კორესპონდენტის ვლადლენ ტატარსკის შემოქმედებით საღამოზე აფეთქება მოხდა. დარია ტრეპოვამ, სავარაუდოდ, СБУ-ს მიერ დაქირავებულმა, ჟურნალისტს გადასცა ფიგურა, რომლის შიგნით ჩადებული იყო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. აფეთქების შედეგად, ჟურნალისტი გარდაიცვალა.
2023 წლის 6 მაისს, მწერლისა და პოლიტიკოსის, ზახარ პრილეპინის მანქანა ააფეთქეს ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში. აფეთქების დროს მანქანის სამგზავრო სავარძელზე მწერლის თანამებრძოლი ალექსანდრე შუბინი გარდაიცვალა, პრილეპინი კი დაიჭრა. იმავე დღეს ავტომანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ალექსანდრ პერმიაკოვი დააკავეს. მან უკრაინის სპეცსამსახურებთან კავშირებზე ისაუბრა. მამაკაცმა გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსა და მოგვიანებით დისტანციურად ააფეთქა.
2023 წლის 27 ოქტომბრის ღამეს ყირიმში განხორციელდა უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი სახალხო დეპუტატის ოლეგ ცარიოვის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. მას ორჯერ ესროლეს, პოლიტიკოსმა ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.