ომი თუ დაიწყება, ბელგიელ ჯარისკაცებს ქვების სროლა მოუწევთ, რადგან იარაღი ორ საათში აღარ ექნებათ – ბელგიელი გენერალი

ომი თუ დაიწყება, ბელგიელ ჯარისკაცებს ქვების სროლა მოუწევთ, რადგან იარაღი ორ საათში აღარ ექნებათ, – ამის შესახებ ბელგიის არმიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და გენერალმა მარკ თაისმა განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ბელგიის არმია შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში, სულ მცირე, ორი თვით წინააღმდეგობის გასაწევად მზად იყოს, საჭიროა 5-7 მილიარდი ევროს დაფინანსება.

ამასთან, ის ამბობს, რომ არმია იარაღის დეფიციტს განიცდის.

„ჩემი სამსახურის დროს არმიას წელიწადში 15 მილიონს აძლევდნენ ამუნიციის შესაძენად, ახლა ეს თანხა 150 მილიონამდეა გაზრდილი, თუმცა ეს საკმარისი არაა. ომი თუ დაიწყება, ჯარისკაცებს ქვების სროლა მოუწევთ, რადგანაც არსებული შეიარაღება რამდენიმე საათში ამოიწურება“, – დასძენს ბელგიელი გენერალი.