ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მდებარე ქალაქის ხან-იუნისზე საჰაერო იერიშის შედეგად.
ინფორმაციას ამის შესახებ პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან და ალ-ამალის საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქის დაბომბვას მოჰყვა წითელი ნახევარმთვარის შტაბ-ბინის ინფრასტრუქტურის დაზიანება და უკიდურესი პანიკა 14 000 დევნილთა შორის, რომლებიც ორგანიზაციის თავშესაფრებში იმყოფებიან.