ყოფილ პოლიციელს, რომელიც კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობდა, აშშ-ში 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყოფილ კალიფორნიელ პოლიციელს ალან ჰოსტეტერს, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობის შტურმში მონაწილეობდა, აშშ-ში სასამართლომ 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ბრალდების მხარე მისთვის 12-წლიანი პატიმრობას ითხოვდა. მიმდინარე წლის ივლისში სასამართლომ ჰოსტეტერი 4 მუხლით დამნაშავედ ცნო, მათ შორის იყო კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა საშიში იარაღის გამოყენებით. სასამართლოში ჰოსტეტერი ბოლომდე აცხადებდა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და დონალდ ტრამპს გამარჯვება წაართვეს.

ცნობისთვის 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეები ვაშინგტონში კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და მისი მუშაობა რამდენიმე საათით შეაჩერეს. პოლიციამ შტურმის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სულ ამ საქმეში 1230 ადამიანი, მათ შორის თავად დონალდ ტრამპი ფიგურირებს.