საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე. ასევე იმ პროგრესზე, რომელიც ამ მიმართულებით და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით მხრივ აქვს ჩვენს ქვეყანას. ნორვეგია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამის პარალელურად მაინც აღწევს პროგრესს ევროპასთან თუ ნატო-სთან თანამშრომლობის განმტკიცების თვალსაზრისით. ელჩს შიდა და გარე აქტორების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციაზე მივაწოდე ინფორმაცია და აღვნიშნე, რომ ამის საპასუხოდ მნიშვნელოვანია წინსვლისა და პროგრესის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.