გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სიტყვით გამოვიდა გაეროს სხდომაზე, სადაც განიხილეს ღაზაში არსებული სიტუაცია.
„ღაზას სექტორში მცხოვრები ხალხი უფსკრულს უახლოვდება და საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამის შესამსუბუქებლად“, – აცხადებს გუტერეში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ასევე, განუცხადა სხდომაზე შეკრებილებს, რომ მოუწოდონ მხარეებს დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და მიაწოდონ მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება.
„მსოფლიო და ისტორია გვიყურებს. მოქმედების დროა“, – დასძენს გუტერეში.