საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრში იყო.

ამავე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.