“აუცილებელია რუსეთის შეჩერება უკრაინაში რათა მან ვერ შეუტიოს ნატოს ქვეყნებს. ერთადერთი ხალხი, ვინც ბედნიერი იქნება, თუ დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნას არ დაუჭერს მხარს და არ დაამტკიცებს კონგრესი, სხედან მოსკოვში, თეირანსა და პეკინში” – ბლინკენის განცხადება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთის შეჩერება უკრაინაში, რათა მან ვერ შეუტიოს ნატოს ქვეყნებს.

სახელმწიფო მდივანს მიაჩნია, რომ რუსეთს შეუძლია შეუტიოს ნატოს ქვეყნებს და გამოიწვიოს უფრო ფართო კონფლიქტი, რომელშიც შეიძლება ჩაერთოს შეერთებული შტატები.

ბლინკენმა, ასევე, შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე მიღწეული წარმატებებისთვის.

„მათ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწიეს გასულ წელს, მოიგერიეს რუსული აგრესია, დააბრუნეს რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვლიდან დაკავებული ტერიტორიის ნახევარზე მეტი“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენი მიიჩნევს, რომ თუ კონგრესი არ დაამტკიცებს უკრაინის დახმარების მოთხოვნას, ეს სამი ქვეყნისთვის მოგებიანი იქნება.

„ერთადერთი ხალხი, ვინც ბედნიერი იქნება, თუ დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნას არ დაუჭერს მხარს და არ დაამტკიცებს კონგრესი, სხედან მოსკოვში, თეირანსა და პეკინში“, – დასძინა ბლინკენმა.