აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მიიწვია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში 12 დეკემბერს უნდა შედგეს. შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტი განაცხადებს, რომ უკრაინას, რომელიც რუსეთში აგრესიისგან თავს იცავს, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა აქვს გარანტირებული. ზელენსკი და ბაიდენი უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებს განიხილავენ, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია რუსეთის მხრიდან საჰაერო იერიშების გახშირების ფონზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, ის აშშ-ში, პირველ რიგში, სამხედრო თანამშრომლობის საკითხის განსახილველად გაემგზავრება. კერძოდ, შეერთებული შტატები და უკრაინა სხვადასხვა ტიპის შეიარაღების, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ერთობლივი წარმოების შესაძლებლობას განიხილავენ. ასევე განხილული იქნება გეგმები 2024 წლისთვის.