თუკი ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებთ, ღაზიდან მძევლები ცოცხლები ვერ გამოვლენ – „ჰამასი“

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს აფრთხილებს, რომ არცერთი ცოცხალი მძევალი არ დატოვებს ღაზის სექტორს, თუ პატიმრების გათავისუფლების შესახებ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მუქარა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ალ-კასამის ბრიგადების სპიკერმა აბუ ობეიდამ ტელევიზიით გაავრცელა.

შეგახსენებთ, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა ბასემ ნეიმმა ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ მოძრაობა მზად არის გაათავისუფლოს ისრაელის ყველა ჯარისკაცი მათი ყველა პატიმრის სანაცვლოდ. „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე 137 მძევალი რჩება.