“53-ი მხარს და უჭერს, 10 წინააღმდეგი და 23-მა თავი შეიკავა – რას მისცა ხმა საქართველომ?”- გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ჰუმანიტარული მიზნით ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.

სამშაბათს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე 153 ქვეყნის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას, 10 წინააღმდეგი იყო და 23-მა თავი შეიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ გენერალური ასამბლეის კენჭისყრა პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, ის არასავალდებულოა, განსხვავებით უშიშროების საბჭოს რეზოლუციისგან. გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას უშიშროების საბჭოში, რომელიც დამტკიცებული იყო ძლიერი 15-კაციანი ორგანოს უმრავლესობით.

სამშაბათის მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ამბობს, რომ ყველა მხარემ უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი, ასევე, ითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.