მსოფლიოში არ არსებობს ფორმულა: ცალკე ხალხი და ცალკე მთავრობა. ვინც ამ ფორმულას იმეორებს, მისი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ხალხიც და ხელისუფლებაც კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ.
„ოლივერ ვარჰეიმ და ჯოზეფ ბორელმა ამ სპეკულაციებსა და ხეპრულ ფორმულას წერტილი დაუსვეს. ხალხიც და ხელისუფლებაც კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ და დარწმუნებული ვარ, ეს დამსახურება იმ გადაწყვეტილებაში გამოიხატება, რომელსაც ევროპული საბჭო მიიღებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.