ის დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიის მხრიდანაა შეთავაზებული, არის არამარტო იმის ანალოგი, რაც საქართველოს პარლამენტში იყო დაინიცირებული, არამედ შეიცავს ბევრად უფრო მკაცრ რეგულაციებსა და შეზღუდვებს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან , – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„გახსოვთ, რომ აქ იყო ათასი სპეკულაცია – ჩვენთან ინიცირებულ კანონს დაარქვეს „რუსული კანონი“ მაშინ, როდესაც ახლა ამ კანონს განიხილავს უშუალოდ ევროკომისია, ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი სტრუქტურა. აქედან ჩანს, თუ რამდენად ყალბი იყო ის კამპანია, რომელსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ „ენჯეოების“ ფინანსები არ გამხდარიყო გამჭვირვალე. საბოლოო ჯამში, მათ მაინც მიიღეს პასუხი. საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო იმ ყველაფერთან დაკავშირებით, თუ ვინ იღებს ფინანსებს ექსტრემიზმისთვის“, -აღნიშნა კობახიძემ.