ხეერტ ვილდერსმა, რომლის პარტიამ ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა უნდა შეამციროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა

ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა, რომლის პარტიამ ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა უნდა შეამციროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

“ჩვენ მივიჩნევთ, რომ არ უნდა გავუწიოთ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა, ვიდრე ჩვენ არ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქვეყანა”, – აღნიშნა ვილდერსმა პარლამენტში დებატების დროს.

როგორც Bloomberg-ი წერს, ნიდერლანდები უკრაინის მთავარი მოკავშირეა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.