რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვენაში, სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე, კონსტანტინ გავრილოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი განიხილავს F-16 გამანადგურებლების გამოყენებას პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის საჰაერო ბაზებიდან, როგორც ამ ქვეყნების მონაწილეობას უკრაინის კონფლიქტში, რაც რუსეთს საპასუხო მოქმედების განხორციელებას აიძულებს.
„ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ ნატოს წევრი ქვეყნების [პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი] ტერიტორიიდან [F-16] მოიერიშეების გამოყენება მოსკოვის მიერ უკრაინის კონფლიქტში მათ მონაწილეობად ჩაითვლება და აიძულებს რუსეთს, საპასუხო ზომები მიიღოს“, – განაცხადა გავრილოვმა.
რუსი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები და მისი სატელიტები აღარ მალავენ „თავიანთი პოლიტიკის აგრესიულ ხასიათს, სამხედრო დოქტრინების მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი ორიენტაციის შესახებ ფორმულირებებს მიღმა“ და აგრძელებენ საფრთხეების გენერირებას რუსეთის დასავლეთ საზღვრებზე.
”ნატოს ქვეყნების ეროვნული და კოალიციური დოქტრინალური სახელმძღვანელო პრინციპები აერთიანებს მათ პრეტენზიებს გლობალურ და რეგიონულ დომინირებაზე, რის მიღწევასაც ისინი გეგმავენ სამხედრო ძალის გამოყენებით”, – განმარტა მან.
მანამდე გავრილოვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ანადგურებენ შეიარაღების კონტროლის არქიტექტურას ამ სფეროში ფუნდამენტური დოკუმენტების ძირითადი დებულებების დარღვევის გზით. მისი თქმით, ისინი უგულებელყოფენ თვით მსუბუქ ცეცხლსასროლ შეიარაღებების შესახებ არსებულ შეთანხმებებს, მათი კონფლიქტის ზონებში არგადაცემის თაობაზე.